Oracle
SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ინფორმაციული მოდელი, SQL მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპები. მიღებული ცოდნით მსმენელი შეძლებს მონაცემთა ბაზის დაპროექტებას, შექმნას და მონაცემთა სიღრმისეულ დამუშავებას.
კურსის ფარგლებში მიღებული სიღრმისეული ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულს დაეხმარება SQL მონაცემთა ბაზების მართვის სფეროში კარიერის დაგეგმვაში და ამ სფეროს სხვა კურსების მარტივად დაძლევაში.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება:
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს განვითარდეს დამოუკიდებლად, მართოს მონაცემთა ბაზები და მასში არსებული ინფორმაცია, დასაქმდეს DB დეველოპერად. კურსის გავლა ასევე შეუძლიათ მონაცემთა დამუშავებით დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და გამოიყენოს ის სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად.
კურსის გავლა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, მექატრონიქსის ლაბორატორიაში, ისე ონლაინ. ონლაინ რეგისტრაციისთვის, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი განაცხადი.
👫კურსი განკუთვნილია მსმენელისთვის 12 წლიდან;
კურსის ხანგრძლივობა: 32 კვირა (კვირაში 1 გაკვეთილი)
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2
საათი
მენტორი: მიშა გიგაური
ფასი: თვეში 200 ლარი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეცადინეობები დაიწყება ზუსტად მითითებულ დროს. კურსის დროის ცვლილების შემთხვევაში, სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ ამის შესახებ.
კვირა |
13:00 - 15:00 |
ოთხშაბათი |
19:30 - 21:30 |