Raspberry არის კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია ფიზკური სამყაროს შეგრძნება და მასთან ურთიერთობა. Raspberry გვაძლევს საშუ
ალებას ვირტუალურად შექმნილი კოდის მეშვეობით ვმართოთ ნებისმიერი ელექტული კომპონენტი, ავაწყოთ სხვადასხვა ინტერაქტიული ობიექტები, რაც შესაძლოა გამოყენებული იქნეს ყოვედღიურ ცხოვრებაში მაგ: ოთახის ტემპერატურის, ნიადაგის ტენიანობის ან პულსაციის გაზომვა და ა.შ
Raspberry-ის საშუალებით შეგვიძლია შევქმნათ უამრავი საინტერესო და გაცილებით რთული პროექტი, რაც შეიძლება მოიცავდეს რობოტებს, უსაფრთხოების და ჭკვიანი სახლის სისტემებს. ასევე ვიმუშაოთ AI-ის (ხელოვნური ინტელექტის) პროექტებზე.
Raspberry-ის პლატფორმასთან ურთიერთობისას, გავიღრმავებთ ელექტრონიკისა და პროგრამირების საბაზისო ცოდნას და გავეცნობით უფრო რთულ/დახვეწილ პროექტებს, რაც თავის მხრივ სტუდენტს დაეხმარება, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს ეს კონკრეტული მიმართულებები.
კურსი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:
სა
სწავლო პროცესის მსვლელობისას სტუდენტი აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო რესურსით, როგორც არის ელ. კომპონენტები, სენსორები და რასფბერის მიკროკომპიუტერი. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს განვითარდეს დამოუკიდებლად, დააპროგრამოს და მართოს სხვადასხვა სირთულის სისტემები.
👫კურსი განკუთვნილია მსმენელისთვის 15 წლიდან;
კურსის ხანგრძლივობა: 32 კვირა (კვირაში 2 გაკვეთილი)
მენტორი: გიგა გიგაური; მიშა გიგაური
გაკვეთილის ხანგრძლიოვობა: 1.5 საათი
ფასი: თვეში 200 ლარი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეცადინეობები დაიწყება ზუსტად მითითებულ დროს. კურსის დროის ცვლილების შემთხვევაში, სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ ამის შესახებ.
ხუთშაბათი | კვირა |
15:00 - 16:30 | 15:00 - 16:30 |