არდუინ
ოს საშუალებით იქმნება უამრავი საინტერესო პროექტი, რაც შეიძლება მოიცავდეს რობოტებს, უსაფრთხოების და ჭკვიანი სახლის სისტემებს და ა.შ.
ა
რდუინოს პლატფორმასთან ურთიერთობისას, მარტივია მივიღოთ საბაზისო ცოდნა და გავეცნოთ ელექტრონიკისა და პროგრამირების საფუძვლებს. რაც თავისმხრივ სტუდენტს განუვითარებს ინტერესს, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს ეს კონკრეტული მიმართულებები.
კურსი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ისევე პრაქტიკულ ნაწილს, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები სხვადასხვა ელ. კო
მპონენტებისა და სენსორების გამოყენებით იმუშავებენ რეალურ პროექტებზე.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტ შეძლებს განვითარდეს დამოუკიდებლად, დააპროგრამოს და მართოს სხვადასხვა სირთულის სისტემები. სასწავლო პროცესის მსვლელობისას სტუდენტ აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო რესურსით, ასევე სრულიან უფასოდ მას გადაეცემა პირადი მოხმარებისთვის სასწავლო პროცესში გამოყენებული ყველა დეტალი, როგორც არის ელ. კომპონენტები, სენსორები და არდუინო.
👫კურსი განკუთვნილია მსმენელისთვის 12 წლიდან;
კურსის ხანგრძლივობა: 32 კვირა (კვირაში 2 გაკვეთილი)
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
მენტორი: გიგა გიგაური; მიშა გიგაური
ფასი: თვეში 160 ლარი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეცადინეობები დაიწყება ზუსტად მითითებულ დროს. კურსის დროის ცვლილების შემთხვევაში, სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ ამის შესახებ.
ოთხშაბათი | კვირა |
17:00 - 18:30 | 11:30 - 13:00 |