სტუდენტები გაეცნობიან დრონების არქიტექტურას, მის შემადგენელ კომპონენტებს (თითოეული დეტალის მუშაობის პრინციპს), უსაფრთხოების წესებსა და მათ პროგრამირებას.
ს
ტუდენტებს საშუალება ექნებათ, მენტორების მეთვალყურეობის ქვეშ დამოუკიდებლად იმუშაონ დრონების აწყობაზე, მათ პროგრამული უზრუნველყოფის გამართვაზე, ტესტირებაზე რეალურ გარემოში და შექმნან პროგრამული კოდები დრონის ავტონომიურ რეჟიმში სამართავად.
კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:
სასწავლო პროცესის მ
სვლელობისას სტუდენტი აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო რესურსით, როგორიც არის დრონის ტექნიკური აღჭურვილობა (დეტალები), ასევე პროგრამული უზრუნველყოფა. კურსის დამამთავრებელი ლექციები დაეთმობა სტუდენტების მიერ დრონების ტესტირებას უსაფრთხო გარემოში, სირთულეებისა და დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას, მათ მართვას ფრენის რეჟიმების გამოყენებით.
კურსის დასრულების
შემდგომ სტუდენტს შეძლებს დამოუკიდებლად განვითარდეს დრონების სფეროს მიმართულებით, ტექნიკურად აღჭურვოს სხვადასხვა მოდულებით, სენსორებით და მართოს პროგრამული კოდების საშუალებით ავტონომიურ რეჯიმში.
👫კურსი განკუთვნილია მსმენელისთვის 15 წლიდან;
კურსის ხანგრძლივობა: 16 კვირა (კვირაში 2 გაკვეთილი)
მენტორი: გიგა გიგაური; მიშა გიგაური
გაკვეთილის ხანგრძლიოვობა: 1.5 საათი
ფასი: თვეში 250 ლარი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეცადინეობები დაიწყება ზუსტად მითითებულ დროს. კურსის დროის ცვლილების შემთხვევაში, სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ ამის შესახებ.
ხუთშაბათი | კვირა |
15:00 - 16:30 | 16:30 - 18:00 |