რა არის მექატრონიკის ლაბორატორია?

ექატრონიკა არის მულტიდისციპლინარული სფერო, რომელიც მოიცავს თანამედროვე, მოწინავე ავტომატიზებულ წარმოების ინდუსტრიაში საჭირო უნარებს. მექანიკის, ელექტრონიკისა და გამოთვლების სინთეზით, მექატრონიკის სპეციალისტები ქმნიან მარტივ, ჭკვიან სისტემებს და ინოვაციური  ტექნოლოგიურ ნოუ ჰაუებს.

თუ გაინტერესებს მექანიკა, რობოტიკა ან ჭკვიანი წარმოება, მაშინ,  მექატორნიკის ლაბორატორიაში  შეგიძლია ნახო ყველა ეს მიმართულება. ლაბორატორია  აღჭურვილია უახლესი თაობის დანადგარებითა და რესურსებით .



ვისთვისაა ლაბორატორია?

ლაბორატორიის მთავარი დანიშნულება არის  ტექნოლოგიური მიმართულების  გაძლიერება ქვეყანაში და ამ მიმართულებით სხვადასხვა კვლევებისა და პროექტებზე მუშაობა. ლაბორატორიის გამოყენება შესაძლებელია, როგორც მექატრონიკის სასწავლო კურსების ფარგლებში, ისე დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ინდივიდებისთვის.



ვის შეუძლია ლაბორატორიაში ვიზიტი?

ლაბორატორიაში ვიზიტი, შეუძლია როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, ისე ნებისმიერ მსურველს, ვისაც აინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია მექატრონიქსის საიტიდან. ფორმის შევსების შემდეგი, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და ჩანიშნავს ვიზიტს თქვენთან ერთად.