C
++ ყველაზე პოპულარულია მოცულობითი პროგრამული ინფრასტრუქტურისა და აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებიც მუშაობენ შეზღუდულ რესურსებზე. C++ გამოიყენება ოპერაციულ სისტემებში, თამაშების დეველოპმენტში, მონაცემთა ბაზებში, ვებ ბრაუზერებში, მანქანურ სწავლებაში, ვირტუალური რეალობის აპლიკაციებში, სამეცნიერო საქმიანობაში, ფინანსებში, სამხედრო საქმეში, გუგლის საძიებო სისტემაში, სამედიცინო ტექნოლოგიებში, ტელეკომუნიკაციებში, კინო პროდუქციაში და სხვ.
სწ
ავლების პროცესი არ მოიცას მხოლოდ ენის სინტაქსის სწავლებას, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა პროცესს. გამოიყენება სწავლების ვიზუალური მეთოდი. ყურადღება მიექცევა პროგრამირების კარგ სტილს და სუფთა, კარგად კომენტირებული კოდის წერას. მიუხედავად პროგრამის დატვირთულობისა მასალა ისეთი დოზითაა შერჩეული, რომ მისი დაძლევა ადვილი იყოს.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება:
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეს ექნება სიღრმისეული ცოდნა ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ძირითადი პრიციპების შესახებ (მემკვიდრეობა, ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი, კლასი, ობიექტი) C++-ის გამოყენებით. ყოველ ტრენინგზე მოხდება კონკრეტული case study-ს გარჩევა, რომელის მოიცავს რეალურთან მიახლოებული ამოცანის იმპლემენტაციას.
👫კურსი განკუთვნილია მსმენელისთვის 12 წლიდან;
კურსის ხანგრძლივობა: 32 კვირა (კვირაში 1 გაკვეთილი)
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2
საათი
კ
ურსის ფორმატი: ონლაინ ან ფიზიკურად
მენტორი: მიშა გიგაური
ფასი: თვეში 200 ლარი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეცადინეობები დაიწყება ზუსტად მითითებულ დროს. კურსის დროის ცვლილების შემთხვევაში, სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ ამის შესახებ.
კვირა |
13:00 - 15:00 |
ორშაბათი |
19:30 - 21:30 |