კ
ურსი მოიცავს ობიექტზე ორიენტირებული ენა Java-ს მეშვეობით ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მეთოდების შესწავლას. სწავლების პროცესი არ მოიცას მხოლოდ ენის სინტაქსის სწავლებას, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა პროცესს. გამოიყენება სწავლების ვიზუალური მეთოდი. ყურადღება მიექცევა პროგრამირების კარგ სტილს და სუფთა, კარგად კომენტირებული კოდის წერას. მიუხედავად პროგრამის დატვირთულობისა მასალა ისეთი დოზითაა შერჩეული, რომ მისი დაძლევა ადვილი იყოს.
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს პროგრამულად გადაჭრას მის წინაშე დამდგარი საშუალო და რთული ამოცანები. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება სიღრმისეული ცოდნა ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ძირითადი პრიციპების შესახებ (მემკვიდრეობა, ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი, კლასი, ობიექტი) Java-ს გამოყენებით.
კურსი მოიცავს:
სტუდენტები შეისწავლიან მრავალნაკადიან პროგრამირების, სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინის, დიზაინის ნიმუშების, რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, XML დოკუმენტების დამუშავების და ვებ პროგრამირების საფუძვლებს Java-ში, რის შედეგადაც მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად გაიღრმავონ ცოდნა ლიტერატურის დახმარებით ჯავაში ან ძალიან მარტივად და სწრაფად შეისწავლონ Android აპლიკაციების პროგრამირება ან სხვა პროგრამული ენები, როგორიცაა: c#, php, javascript და აშ.
ყოველ ტრენინგზე მოხდება კონკრეტული case study-ს გარჩევა, რომელის მოიცავს რეალურთან მიახლოებულ ამოცანის იმპლემენტაციას სხვადასხვა სფეროდან: საბანკო საქმე, მათემატიკა, ფიზიკა, ბიზნესი, ალგორითმები და ა.შ., რაც საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს. სტუდენტებს ეძლევათ დავალება და ასევე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული პროგრამული მაგალითები დასამუშავებლად.კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტ შეძლებს დაიწყოს კარიერა ამ სფეროში Junior Java დეველოპერის პოზიციაზე;
👫კურსი განკუთვნილია მსმენელისთვის 12 წლიდან;
კურსის ხანგრძლივობა: 32 კვირა (კვირაში 1 გაკვეთილი)
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2
საათი
კ
ურსის ფორმატი: ონლაინ ან ფიზიკურად
მენტორი: მიშა გიგაური
ფასი: თვეში 200 ლარი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეცადინეობები დაიწყება ზუსტად მითითებულ დროს. კურსის დროის ცვლილების შემთხვევაში, სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ ამის შესახებ.
შაბათი |
17:00 - 19:00 |
პარასკევი |
19:30 - 21:30 |